ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე გურამ დონაძის განცხადებას პასუხობს და მას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ის ფიზიკურად ვერ მივიდოდა შემთხვევის ადგილზე 3-5 წუთში. ამასთან, როგორც ბაქრაძე ამბობს, დონაძე გასროლის დროსთან დაკავშირებითაც ცრუობს და აღნიშნავს, რომ თუკი გასროლა, რომელიც ბუტა რობაქიძისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, 02:22 საათზე მოხდა, მაშინ როგორ შევიდა შეტყობინება სასწრაფოში 02:17 საათზე, რომ წერეთლის გამზირზე მამაკაცის დაჭრასთან დაკავშირებით.შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. თავის მხრივ, ბაქრაძე სიცრუის გავრცელებაში შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბაქრაძე შემთხვევის ადგილზე გასროლიდან არა 50 არამედ 5 წუთში მივიდა.