გურამ ჩალაგაშვილს სასამართლომ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - Palitra News

გურამ ჩალაგაშვილს სასამართლომ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

2020-02-24 13:04:02+04:00

12 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც "გამარჯვებული საქართველოს" წვერია, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჩალაგაშვილი მხოლოდ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ცნო სამართალდამრღვევად.

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გარდა სასამარეთლომ სამართალდმღვევებად სცნო მასთან ერთად დაკავებული სხვა პირებიც. კერძოდ, კახაბერ მაჩიტიძეს 1100-ლარიანი, გიორგი თევდორაძეს 2000-ლარიანი, ბესიკ გაზდელიანს - 3000-ლარიანი, რამაზ ბოკელავაძეს - 1500-ლარიანი, გიორგი რობიტაშვილს - 1100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.