"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული.
უწყების ცნობით ის საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერებულ ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა და სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ადგილზე დააკავეს.