ეკა ბესელია მმართველი გუნდის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს რომ არც გუნდურობაზე მიიღებს მითითებებს არავისგან და განსაკუთრებით მათგან, ვინც ქართულ ოცნებაში 2012 წლის გამარჯვების შემდეგ და მით უფრო 2016 წელს მოვიდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდა, თუმცა, აქვე აღნიშნავს რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამო მიიღო და არა ვინმესთან უთანხმოების გამო. თანამდებობის დატოვების საკითხზე კომუნიკაცია პირადად ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა.ამბობს რომ საკუთარი გეგმების შესახებ ის ახალი წლის შემდგომ ისაუბრებს. გადაწყვეტილების შეცვლას კი ის კატეგორიულად გამორიცხავს.