მმართველი გუნდის წევრები IRI-ის კვლევებს არ ენდობიან.
პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე ფიქრობს, რომ 2012 წლამდეც და მის შემდეგაც ყველა კვლევა რეალობას იყო აცდენილი. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას თუ მმართველ გუნდზე მეტი რეიტინგი აქვს, სანერვიულო არაფერი ჰქონია. კალაძის თქმით, მას საზოგადოების დამოკიდებულების გასაგებად კვლევები არ სჭირდება.