გულშემატკივრებმა მოჰამედ სალაჰი აგვისტოში "ლივერპულის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კლუბის საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქომაგებმა სალაჰი საუკეთესოდ აღიარეს, მეორე ადგილზე რობერტო ფირმინო გავიდა, ხოლო მესამეზე - სადიო მანე. აგვისტოში სალაჰმა "ლივერპულში" 6 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. "ლივერპულმა" ევროპის სუპერთასზე "ჩელსის" სძლია და პრემიერლიგის სტარტზე ოთხივე შეხვედრა მოგო.