როგორც ამბობენ, თუ ბროწეულს მიირთმევთ, გული საათივით იმუშავებს და სიბერეც დიდხანს არ მოგვიკაკუნებს კარზე. ბროწეული უზრუნველყოფს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით. მასში შედის 15 ამინომჟავა, რომელთაგან 5 შეუცვლელია, იგი ასევე მდიდარია К, С, В9, В6 ვიტამინებით და მინერალებით.
ბროწეული ამაგრებს გულს. მასში უხვადაა პუნიკალაგინი ,რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ზრდის ანტიოქსიდანტურ სტატუსს. იგი ასევე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.ხელს უშლის ართროზის განვითარებას. იგი მდიდარია К ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლაში, კალციუმის ათვისებაში. ბროწეული აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციას, ხსნის ანთებასა და ამცირებს შეშუპებას.ბროწეული კარგია კბილებისთვის. მისი წვენი ხელს უწყობს კბილის ნადების მოცილებას, გააჩნია ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები, ასუფთავებს პირის ღრუს ბაქტერიებისგან, რის გამოც მცირდება ღრძილების დაავადებების განვითარების რისკი.ბროწეულის რეგულარული მიღება აძლიერებს იმუნიტეტს, С ვიტამინის შემცველობის ხარჯზე. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბროწეულის წვენი ზრდის მადას და შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას.ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს. ბროწეულის წვენს ხშირად ნიშნავენ ანემიების დროს, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.