ვიდრე ბოლომდე გვიან არ არის, ვთავაზობ ბატონ კობახიძეს გავაკეთოთ ერთობლივი საპარლამენტო დელეგაცია, სადაც როგორ ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი იქნება, წავიდეთ ბრიუსელში და დასავლელ პარტნიორებს ვუთხრათ, რომ საქართველოც იმსახურებს დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა და მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარის გაგზავნა, ან გაუგებარ შეხვედრებზე ყოფნა, რომელიც არაფრის მომტანი არ არის, შედეგს ვერ გამოიღებს.