გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები შეწყვიტეს. ამ დროისთვის გამყოფ ხაზთან შეიარაღებული ადამიანები აღარ იმყოფებიან. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძებისა და მავთულხლართების გარდა, დღის განმავლობაში დამატებით ამონტაჟებდნენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ. მოსახლეობის თქმითვე, მავთულხლართებს აბამენ მათ საკუთარ ბაღებსა და ეზოებშიც. გუგუტიანთკარში „პალიტრანიუსის“ გადამღეფი ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ამ დროისთვის საზღვართან, სადაც მავთულხლართებია გაბმული, შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან, ჟურნალისტებისთვის აღნიშნულ ტერიტორიასთან მიახლოება კი აკრძალულია.