რუსეთმა უნდა გაიყვაროს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან - დიპლომატები გუგუტიანთკარში ჩავიდნენ - Palitra News

რუსეთმა უნდა გაიყვაროს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან - დიპლომატები გუგუტიანთკარში ჩავიდნენ

2019-08-16 13:02:11+04:00

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ დაგმეს. სიტუაციის გასაცნობად საოკუპაციო ხაზთან ამჟერად რამდენიმე ელჩი და დიპლომატიური მისიების 20-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა ოკუპაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. დიპლომატების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველების გაერთიანება და ერთმანეთის კრიტიკის შეწყვეტაც იყო.