"ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღების საკითხს ეხმაურება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე, კანონპროექტიდან ამ სიტყვის ამოღებას მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის ლიბერალური იდეები არ არის უცხო და ამას მოწმობს ილია ჭავჭავაძეც, რომელიც იყო ქართული საზოგადოების სინდისი და გონება, იყო ყველაზე მთავარი ლიბერალი. 1 აპრილს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიცირებულ კანონპროეტზე იმსჯელეს. კერძოდ კი, პროექტის მიხედვით "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალური" ამოიღეს. ინიცირებულ კანონპროექტს კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება, ხოლო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.