"გუგლმა" გამოაცხადა, რომ აუქმებს „აიფონისთვის“ შემუშავებულ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლების ჩვევების შესწავლის საშუალებას იძლევა. „გუგლი“ ამ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც „აიფონით“ მოსარგებლის ე.წ. ციფრული ჩვევების შესწავლაა შესაძლებელი, მომხმარებლებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათით ადრე, „ეფლმა“ მსგავსი აკრძალვა „ფეისბუქის“ აპლიკაციასთან დაკავშირებითაც განახორციელა.უფლებადამცველები „გუგლს“ და „ფეისბუკს“ ხშირად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ისინი თავიანთი კვლევებისთვის შემუშავებულ აპლიკაციებს, „აიფონის“ სპეციფიკური პროგრამის მეშვეობით იყენებენ. ეს პროგრამები იმ კომპანიებისთვის არის შემუშავებული, რომლებიც თავიანთ აპლიკაციებს საკუთარი თანამშრომლებისთვის იყენებენ. „გუგლი“ აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამის შემუშავება შეცდომა იყო და ამის გამო ბოდიშს იხდის.