გუგლის კვირეული მასშტაბური ჰაკათონით -"Silikon Valley Tbilisi Challenge”-ით დასრულდა. შეჯიბრი 2 დღე გაგრძელდა და ის მობილური აპლიკაციების დეველოპერებისთვის, დიზაინერებისთვის და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ყველა სპეციალისტისთვის იყო განკუთვნილი. კონკურსში 13-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პროექტი სოფტლაინ ჯორჯიას მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულ გუნდს კი კომპანია სოფტლაინისგან საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადაეცა.