"გუგავა მოვა, კაზინო წავა, დაგსვეს ზეროზე, დასვი შენც" - პროტესტის აქცია ამ სლოგანებით კაზინოებისა და სლოტ-კლუბების წინააღმდეგ გაიმართა. გიორგი გუგავა კაზინო აჭარასთან მივიდა. ლეიბორისტების თბილისის მერობობის კანდიდატი ამბობს, რომ ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, სადაც არის სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, დაუშვებელია იყოს ასეთი აზარტული დაწესებულებები, სადაც ახალგაზრდების უმრავლსეობა ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეს თვითმკლელობით ასრულებს. გუგავა აცხადებს რომ მისი მერად არჩევის მემთხვევაში კაზინოები და სლოტ-კლუბები გატანილი იქნება დედაქალაქიდან შორს.