თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულმა დამწვრობა სხეულის 25%-ზე მიიღო, მას აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.
ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი.