ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პირი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა მიზან ლომიამ განაცხადა.„დაღუპულები არიან სანკტ-პეტერბურგის ორი მცხოვრები - ელენა პოლიაკოვა და ელენა ტიმოფეევა“, - განაცხადა ლომიამ.რუსი ტურისტები დღეს დილით იპოვეს.გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.