ტრაგედია გუდაურში: ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს - Palitra News

ტრაგედია გუდაურში: ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

2020-01-06 10:58:12+04:00

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ტურისტი ზვავში მოყვა. ცხედარს მაშველებმა ერთდღიანი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ მიაკვლიეს. დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული.

საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.