გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. კურორტის დაარსებიდან 30 წლის საიბულეო თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების კომპანიის ორგანიზებით ახალ გუდაურში გაიმართა.გიორგი ქობულიამ გუდაურის 30 წლის იუბილე და ახალი სეზონის გახსნა ყველას მიულოცა.