06:50
24 ოქტომბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონი ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე ადრე წელს გაიხსნა
15-12-2015
გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, წელს სეზონი გუდაურში ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე ადრე გაიხსნა, რაც განაპირობა ზამთრის საკურორტო ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში კი, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამოქმედებამ. ის საშუალებას იძლევა, კურორტი აღარ იყოს დამოკიდებული ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე და სეზონი ყოველწლიურად განსაზღვრულ დროს გაიხსნას. გუდაურში დამონტაჟებულია 29 თოვლის საფრქვევი აპარატი, რომელიც 1100-მეტრიან ტრასას ათოვლიანებს.

გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები