გუდაურში 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპი გაიმართა. შეჯიბრება ,,სპორტულ ფერდობზე“ სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდა. მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს. შეჯიბრში მონაწილეობა გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრებმა გუნდებმა და ასევე სპორტული სკოლების წევრებმა, სულ 70 მოთხილამურემ მიიღო. საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპის გამარჯვებულები შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.