გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა ძვირდება. ახალი ფასების შესახებ ინფორმაცია მთის კურორტების განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა. 2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით გუდაურში 1-დღიანი აბონიმენტის ღირებულება 50 ლარი იქნება, შარშან მისი ფასი 40 ლარი იყო. 2-დღიანი აბონიმეტი კი 80 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება. 3-დღიანი აბონიმენტის ფასი კი შარშანდელი 112-ლარიდან 140 ლარამდე გაძვირდა. 10-დღიანი აბონიმეტის ფასი უფროსებისთვის 420 ლარი, ბავშვებისთვის კი 260 ლარი ეღირება. რაც შეეხება საბაგიროთი ერთ ასვლას, ის წინა წლის მსგავსად 10 ლარი ეღირება.
ცნობისთვის, 2018-2019 წლის ზამთრის კურორტებზე სეზონი 8 დეკემბრიდან გაიხსნება.