გუდაურში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 6 პირს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდება დაუზუსტდა თავად მერაბ კობიაშვილსაც.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, კობიაშვილის ჯგუფურად ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და კობიაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გამოტანილი იქნა დადგენილება. ამასთან პროკურატურაში განმარტავენ, რომ კობიაშვილს ბრალდება მას შემდეგ დაუზუსტდა, რაც გამოძიების მიერ დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იქნა მოპოვებული.
შეგახსნებეთ, რომ კობიაშვილს ბრალი განზრახ მვკელობისა და ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის გარდა, ძალადობის მუხლითაც წარედგინა.