გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა სათვალთვალო კამერების ახალი ჩანაწრები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს რომ ბრალდებულმა გასროლა ფეხის მიმართულებით განახორციელა, რაც განზრახ მკვლელობას გამორიცხავს.
ადვოკატის ინფორმაციით, გასროლა, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, ბრალდებულის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით მოხდა. ტარიელ კაკაბაძე განზრახ მკვლელობას გამორიცხავს და ამბოს, რომ ბრალდებულმა გასროლა მაშინ დაიწყო, როდესაც მას თავს დაესხნენ.