გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის სასამართლო პროცესი 14 მაისს გაიმართება. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მხარეების მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე გადაწყვეტლება გამოცხადდება.
ამასთან, ცნობილი გახდება, განიხილავს თუ არა, მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.
ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.