გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარე ითხოვდა, დაცვის მხარე კი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.