გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი მერაბ კობიაშვილის მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს - Palitra News

გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი მერაბ კობიაშვილის მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

2020-02-28 14:09:44+04:00

გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი ამავე საქმეზე დაკავებულის მერაბ კობიაშვილის მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გარდაცვლილი ახალგაზრდას ახლობლები ბრალდებულს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ და არ სჯერათ, რომ შემთხვევის დროს, კობიაშვილი მხოლოდ მოგერიების მიზნით მოქმედებდა.

თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი კი იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც ვიდეომტკიცებულებაში ჩანს. მისი თქმით, ვიდეოში ჩანს, რომ კობიაშვილი მანქანასთან წყნარი ნაბიჯით მიდის, იღებს იარაღს და მშვიდად უმიზნებს გარდაცვლილს.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.