ორი კვირის განმვალობაში გუდაური სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულების და სპორტსმენების ყურადღების ეპიცენტრში იყო მოქცეული. 15 ქვეყნის, 150 მდე მდე სპორტსმენი საქართველოს ეწვია, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპებში მონაწილეობის მისაღებად. ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრები სნოუბორდ ქროსში და სქი ქროსში გაიმართა.FIS-ის ევროპის თასის ეტაპის მეორე საშეჯიბრო დღის გამარჯვებულები სქი ქროსის დისციპლინაში კანადელი მიკაილა მარტინი და ფრანგი იური დუპლესი კერომარდი გახდნენ.საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის და სკი კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ჩატარდა.