გუდაურში, დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის თანაორგანიზებით ტარდება. შეჯიბრი, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ, ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ის სათხილამურო ტრასაზე ავსტრალიელ ტურისტთან ერთად ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები საერთაშორისო ტურისტებისთვისაც უკვე მიმზიდველია. სათხილამურო ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული თასებით დაჯილდოვდებიან.