გუდაურში სამთო-სათხილამურო ტურნირი „დიმას თასი“ გაიმართა, რომელიც გუდაურის სამთო სათხილამურო ცენტრად ჩამოყალიბების იდეის ერთ-ერთი ავტორის, დიმიტრი თოფურიძის სახელობისაა. ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში 22 წლის ზემოთ და ვეტერანებში ჩატარდა. ახალგაზრდებში გამარჯვებული იკო ჩხეიძე გახდა, ხოლო ვეტერანებში პირველი ადგილი შალვა ცირეკიძემ დაიკავა.