ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,თქმით გუდაურში დაშავებულებისგან ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი რჩება, საიდანაც ერთი კლინიკიდან დღეს გაეწერება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.რაც შეეხება "მედიქლაბ ჯორჯიაში" მოთავსებულ კიდევ ერთ ტურისტს, როგორც სოფრომაძემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა ის ტრანსპორტირებისას მწოლიარე რეჟიმში უნდა იყოს, რადგან 15 კვირის ორსულადაა.