16:47
2 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გუდაურში, 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს
17-02-2020

შსს-მ გუდაურში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

AutoPlay
ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, კლინიკიდან 17 პაციენტი გაეწერება
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
პაატა იმნაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ხელახლა ინფიცირებას არ გამორიცხავს
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
ნათია თურნავას თქმით, ბიზნესმა უნდა ისწავლონ ცხოვრება ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების წესების დაცვით
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პროდუქტების შემდეგ მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაზღვევასაც გეგმავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები