გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მონიტორიგს ახორციელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითა და სპეციალისტების რეკომენდაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსასიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში ვერ ჩატარდება. შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აკრძალულია. სინოპტიკოსთა ინფორმაციით, მაღალმთაში თოვლი და ზოგან ზლიერი ქარია მოსალოდნელი ტემპერატურა 0, +5 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შეაფასებენ ზვავსაშიშროების რისკს, რის შემდეგაც გაიცემა შესაბამისი რეკომენდაცია.