გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხერხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
"ზვავსაშიშროების დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან ერთად აკრძალულია მძიმე ტექნიკით გზის წმენდაც როგორც კი ზვავსაშოიშროება მოიხსება და გზის წმენდის ნებართვას გასცემს გარემოს ეროვნული სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მყისიერად დაიწყებს გზის გაწმენდით სამუშაოებს და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება" - აცხადებენ დეპარტამენტში.