გუდამაყრის ხეობაში, ხანძრის ადგილზე დამატებითი ქვეითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გადაწყვეტილება პრევენციულ ხასიათს ატარებდა, რადგან გვიან ღამით ქარი ამოვარდა.
ჯამში ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, თუმცა რთული რელიეფური პირობების გამო, ხანძრის ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ მეხანძრე-მაშველებს ქვეითად უწევთ გადაადგილება. ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები და დაკვამლიანება არ ფიქსირდება, თუმცა მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლა, რომ მოხდეს ხანძრის საბოლოო ლოკალიზება და ლიკვიდირება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, პრევენციის მიზნით დამატებითი ქვეითი ძალების შეყვანამ გაამართლა, ვინაიდან ხანძრის ფართობი წუხანდელთან შედარებით არ გაზრდილა. გუდამაყრის ხეობაში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩდა.