გუდამაყრის ხეობაში ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც „პალიტრა ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიგანუცხადეს, ადგილზე სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. უწყების ცნობით, რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ადგილზე სახანძრო მანქანებით მისვლა ვერ ხერხდება. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია.