გუბაზ სანიკიძემ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა. როგორც „პალიტრა ნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. „შეხვედრისას გუბაზ სანიკიძემ და ნინო ბურჯანაძემ გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.