ჩვენი ბედოვლათობისა და ჩვენი წელში გაღუნვის ბრალია, რომ 200 წელია რუსეთის იმპერიაში ვცხოვრობდით, მერე საბჭოთა კავშირში და „სულიკოსა“ და ხინკლის მეტი ვერაფერი ვერ ისწავლეს. ჩვენ ვართ რუსეთის დუქანი, ბევრი ქართველიც ასე თვლის, რომ დუქანი უნდა ვიყოთ რუსეთის, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ რუსი ჟურნალისტის მიერ დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ხელშეწყობილი, რადგან მისთვის მოსკოვიდან ჩამოსული ნებისმიერი ადამიანი ღმერთის ტოლფასია. მისივე განმარტებით, ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც სამართალდამცველების ქმედებაში გამოიხატა, ბედოვლათობა და უპრინციპობა ჰქვია, რომელიც მოღალატეობრიობაშია გადაზრდილი.