ყველაზე რელიგიური ახალგაზრდობა საქართველოში და განაშია. Pew Research Center-ის გლობალური ანალიზის თანახმად, ახალგაზრდა ადამიანები უფრო რელიგიურები არიან, ვიდრე ასაკოვნები მხოლოდ ორ ქვეყანაში - აფრიკულ განაში და საქართველოში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა გავლენიანი გამოცემა გარდიანი ავრცელებს. მსოფლიოს 106 ქვეყნიდან 46-ში, 18-დან 39 წლამდე ადამიანების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რელიგია, ვიდრე 40 წელზე ზემოთ გამოკითხულებმა. საქართველოში ახალგაზრდებში რელიგიურობის მაჩვენებელი 8%-ით მეტია 40 წელს გადაცილებულ ადამიანებზე. საქართველოს შემდეგ, სიაში მოდიან განა, პოლონეთი, საბერძნეთი , ჩინეთი, რუმინეთი და პორტუგალია.