12:17
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გთხოვთ, რომ 29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე... - ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის წერილი
25-11-2021

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საკუთარ მიმართვაში წერს.

ამასთან, სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს დეკემბერში „საერთო ეროვნული აქციის“ გამართვისკენ მოუწოდებს.

“მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში. 29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით საინიციატივო ჯგუფის შექმნას, ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, იმედი აქვს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი უახლოეს დღეებში შეიქმნება.

„რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს - მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

AutoPlay
კახა კუჭავას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეპუტატები შეუფერხებლად შევლენ
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
აშშ-ს საელჩოს პოზიცია შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც - ანრი ოხანაშვილი
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 36 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ევროპაში ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
123
25-11-2021
აქედან დასკვნა თვითონ არ უნდა იმ სასამართლო პროცესზე დასწრება.აბა ასეთ მოწოდებას რომ გააკეთებ უსაფრთხოები ზომებს ხომ მიიღებენ და არ დაგასწრებენ პრიცესზე. სხვა რა უნდა იფიქრო აბა მეტი.
სხვა სიახლეები