გსურთ, ცარიელი მაცივარი საღამოს სახლში დაბრუნებისას სავსე დაგხვდეთ? - ეს შესაძლებელია. დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელი Waitrose-ი ახალი სერვისის დანერგვას იწყებს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, სუპერმარკეტის კურიერს სახლში შესვლის უფლება სპეციალური კოდის საშუალებით მისცეს მაშინ, როდესაც იგი სახლში არ იქნება. შედეგად კურიერი მომხმარებლის მაცივარს სურსათით გაავსებს. როგორც სუპერმარკეტის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ლონდონში სერვისის გატესტვას აპირებენ თავდაპირველად 100 მომხმარებელზე, ხოლო თუ გაამართლებს, იგი მომავალი წლიდან ოფიციალურად დაინერგება. მომხმარებლებს, რომლებიც ამ მომსახურების მიღებას მოინდომებენ, სახლში Waitrose-ის წარმომადგენელი დაუმონტაჟებს ჭკვიან საკეტს, რომლის დახმარებითაც სუპერმარკეტის კურიერი სახლში შესვლას შეძლებს.