სასტუმრო "რუმს თბილისში" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის საერთო კრება გაიმართა. სწორედ ამ კრებით დასრულდა CSR კვირეული 2017. კრებას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კრებაზე განიხილეს ის აქტივობები, რომლებიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა CSR კლუბის ფარგლებში განახორციელეს. ასევე იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რაც სამომავლოდ არის დაგეგმილი.