03:58
16 აპრილი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
გრიზლი - პლანეტის ყველაზე აგრესიული ცხოველების ლიდერი
25-02-2021

რთული წარმოსადგენია, მაგრამ მასიურ დათვს, ბევრად მცირე ზომის მელას, ძაღლს და ენოტს საერთო წინაპარი ჰყავდათ, რომელიც დაახლოებით 30 მლნ. წლის წინ სახლობდა თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე. ძაღლის გაბარიტების უცნაურმა ცხოველმა, რომელიც ბრწყინვალედ ცოცავდა ხეზე, ევოლუციის შედეგად განიცადა ცვლილებები და არა მხოლოდ წონაში მოიმატა, არამედ გავრცელების არეალიც მნიშვნელოვნად გააფართოვა.

მართალია, დათვის რამდენიმე სახეობა, მათ შორის ყველაზე მსხვილი - გამოქვაბულის დათვი საუკუნეების წინ გადაშენდა, მაგრამ შემორჩა გრიზლი - მურა დათვის ჩრდილოამერიკელი ნათესავი, რომელიც დიდი ხანია ლიდერობს პლანეტის ყველაზე აგრესიული ცხოველების ნუსხაში, რასაც მისი ლათინური სახელი „ჰორიბალი“ ანუ „მრისხანეც“ ნათლად მოწმობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები