გრიპით გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანი - მიაღწია თუ არა ვირუსმა ეპიდემიის ზღვარს? - Palitra News

გრიპით გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანი - მიაღწია თუ არა ვირუსმა ეპიდემიის ზღვარს?

2018-12-25 13:34:15+04:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსს საქართველოში ეპიდემიის ზღვარისთვის არ მიუღწევია. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

"სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევაზეა, და ვიმედოვნებთ, მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს გრიპის სიმპტომების დაწყება და ყველამ მიმართოს დაწყების შეთხვევაში 2 სამწუხარო შემთხვევა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხდა სერგეენკომ.