გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული - არის თუ არა პირბადეების დეფიციტი აფთიაქში - Palitra News

გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული - არის თუ არა პირბადეების დეფიციტი აფთიაქში

2019-01-10 16:57:04+04:00

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების რაოდენობა 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულთა რაოდენობა 44-მდე. დავით სერგეენკოს შეფასებით, ეს მაჩვენებლები იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება სერიოზულია. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ, სადაც მიმართვიანობა გაზრდილია და 602-ს შეადგენს. მინისტრი ასევე ამბობს რომ ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტი ან პირბადეების ნაკლებობა არ არსებობს. მისი თქმით, ოთხშაბათს პირბადეების ნაკლებობა რამდენიმე აფთიაქში იყო, თუმცა ეს სისტემური პრობლემა იყო და მალევე აღმოიფხვრა.