საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში ოქტომბრის პირველ ნახევარში, 10 ოქტომბრის შემდეგ შემოვა. მისივე თქმით, თავდაპირველად რისკ ჯგუფში მყოფი მოქალაქეები აიცრებიან, თავად რისკ ჯგუფში შემავალი მოქალაქეების დადგენა კი მოხდება. ტიკარაძის თქმით, თითოეულ მოქალაქეს შეეძლება გაეცნოს, წარმოადგენს თუ არა ის რისკ ჯგუფს. მისივე თქმით, გაორმაგებულია იმ ვაქცინების რაოდენობა, რომელსაც ყოველწლიურად შეისყიდიდნენ ხოლმე.