აშშ-იალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს გრიპის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის კლინიკური კვლევა. მათ შეაფასეს მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელ მოხალისეებში იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი. ახალმა ვაქცინამ უნდა განაპირობოს იმუნიტეტის შეტევა გრიპის სხვადასხვა ტიპის ვირუსზე, მათ შორის პანდემურზე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვაქცინა მიმართულია ვირუსის შედარებით შეუცვლელ ნაწილზე. მისი ძირითადი სამიზნე ჰემაგლუტინინი - გრიპის ვირუსის ცილაა. ცილა ვირუსს ადამიანის უჯრედში შეღწევაში ეხმარება. ის შედგება „ღეროსა“ და „თავისაგან“. სეზონური ვაქცინების უმეტესობა მიმართულია „თავისაკენ“, მაგრამ ის მუდმივად იცვლება. ახალი ვაქცინა „ღეროს“ იყენებს სამიზნედ. მეცნიერებმა გამოიყენეს H1N1(ეიჩ1ენ1) ვირუსის ცილის „ღერო“. მიიღეს ვაქცინა, რომელიც იცავდა არა მხოლოდ ამ შტამისგან არამედ H5N1(ეიჩ5ენ1) ვირუსისგანაც. სპეციალისტების აზრით ვაქცინა მუშაობს გრიპის სხვა ქვეტიპების საწინააღმდეგოდაც.