გრიპის მომაკვდინებელი ვირუსი - ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით ახალი ვაქცინის შემოტანას გეგმავს. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკო ამბობს რომ მოსახლეობაში ვაქცინაციის ჩატარების მიმართულებით მოტივაცია გაზრდილია. თუმცა მინისტრი იმასაც განმარტავს რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება არა ეპიდემიისკენ, არამედ კლებისკენ მიდის. სერგეენკო ამბობს რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება