კანადელი ექიმების მტკიცებით, გრიპის დიაგნოსტირებიდან პირველი კვირის მანძილზე მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი ექვსჯერ მატულობს. სპეციალისტებმა დაახლოებით 20 000 ადამიანის ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევა გააანალიზეს.ექსპერტების მიერ გამოვლენილია მკაფიო კავშირი მწვავე რესპირატორულ ინფექციასა (კერძოდ, გრიპი) და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს შორის. რისკი განსაკუთრებით მაღალია ხანდაზმულებისთვის, B ტიპის გრიპის მქონე პაციენტებისთვის და იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გულის შეტევა პირველად აღენიშნათ. მეცნიერებმა მიოკარდიუმის განვითარების მცირედ მომატებული რისკი სხვა რესპირატორული ვირუსების შემთხვევაშიც აღმოაჩინეს.მკვლევარები ხაზს უსვამენ ვაქცინაციისა და ჰიგიენის მნიშვნელობას გრიპით ავადობის სეზონური მატების დროს. გარდა ამისა, პაციენტებს მოუწოდებენ, არ გადადონ ექიმთან ვიზიტი, თუ მწვავე რესპირატორული ინფექციის განვითარების პირველ კვირას გულის მხრიდან საგანგაშო სიმპტომები აღენიშნებათ.