გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხე ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ ისაუბრა. კარასინი ამბობს, რომ უნდა ამოქმედდეს ჟენევის დისკუსიის ყველა ინსტრუმენტი, რათა მსგავსი დრამატული მოვლენები აღარ განმეორდეს. ამასთან კარასინი აღნიშნავს, რომ მოცემული მომენტისთვის ინსტრუმენტები სრულად ამოქმედებული არ არის. რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას, კარასინი ამბობს, რომ ამ საკითხზე მასსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართული შეხვედრისას საუბარი იყო. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი აღნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებენ ფიქრს, თუ როგორ, როდის და როგორი ფორმით შეიძლება განახლდეს პირდაპირი ავიარეისები..