გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, დეპარტამენტში, ი70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარადგინა.გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების ვადები 2018-2020 წლებია.